შატო კვირიკეს ტერიტორიაზე გაშენებულ ვენახში ვახშამი თქვენს საღამოს მაგიურ გამოცდილებად აქცევს. მზის ჩასვლა, ჩინებული ღვინო და შუაგულ ვენახში გაშლილი მაგიდა სურეალისტური ენერგეტიკით აგავსებთ, აქ თავს ფრანგული მხატვრული ფილმის მთავარ პერსონაჟად იგრძნობთ.
ჩვენი შეფისა და მეღვინის მიერ შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები, შთაბეჭდილებებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს ხდის რაც თქვენს საღამოს ნამდვილად ჯადოსნურად აქცევს.