საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებშ 2 დეკემბერს განსაკუთრებულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ – მათ შორის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების შეფებს, ასევე ადგილობრივ წამყვან შეფებსა და სომელიეებს.
ღონისძიების მთავარია იდეა იყო, გამორჩეული სტუმრებისთვის გაგვეცნო აჭარის კულინარიული იდენტობა, მიშლინის ვარკსვლავის მფლობელმა შეფებმა სწორედ აქ ნახეს, თუ როგორ მზადდება ადგილობრივი კერძები
ისინი ჩაერთნენ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: აჭარული კერძების მასტერკლასები, ქვევრის მოხდისა და ღვინის მასტრკლასები… საღამო ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებულ, 300 წლიანი ისტორიის მქონე შენობაში ვახშამით დასრულდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და ცეკვასაც გაცნობოდნენ.
ევრონიუსის ობიექტივში ქართული გასტრონომია, კულტურა და ღვინის დაყენების ტრადიციები მოხვდა.
გავლენიანმა ტელევიზიამ ბათუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა, რომელიც პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში „ Explore”-ში გავიდა. სიუჟეტით არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართული გასტრონომიას, ფოლკლორსა და ღვინის დაყენების 8 000 წლოვან ტრადიციას. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრა, რომელმაც მასპინძლობისთვის შატო კვირიკე შეარჩია.
15 ოქტომბერს შატო კვირიკეში რთველი 2023 გაიმართა. სტუმრებთან ერთად მოვკრიფეთ ყურძენი და არაერთ საინტერესო აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა. სპეციალურად ამ დღისთვის შევქმენით ქართული ტრადიციული გარემო, ჩავატარეთ ჩურჩხელის, ხინკლისა და პურის ცხობის მასტერკლასები რამაც ეს დღე უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გახადა სტუმრებისთვის.
27 ოქტომბერს, შატო კვირიკე ქობულეთმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. ჩატარდა დათო ტურაშვილის წიგნის პრეზენტაცია „ღვინის სამშობლო – საქართველო“.
წიგნის ისტორიის ფურცვლით, ხაზი გაესვა ღვინის როლს ქართულ კულტურაში, მის ზეგავლენას ტრადიციებზე და ქართული ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამორჩეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
შატო კვირიკე ქობულეთში მნიშვნელოვან ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. 28 ოქტომბერს ჩვენს კომპლექსში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი” საიუბილეოდ, უკვე მეათედ გაიმართა.
ფესტივლის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების როგორც შემოქმედებითი, ასევე პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. დაინტერესება მთელი მსოფლიოდან იყო და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სტუმრებიც მივიღეთ. მადლობას ვუხდით International Festival of Cameramen “Golden Eye”-ს სტუმრობისთვის, კინო და სატელევიზიო ოპერატორებს კი წარმატებებს ვუსურვებთ