შატო კვირიკეში უამრავი საინტერესო საფოტოსესიო სივრცე დაგხვდებათ – ჩვენ გვსურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები გამორჩეულად აღბეჭდოთ. ვინტაჟური ავტოპარკი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვენახი და მარანი, ხეივნები… ეს არასრული ჩამონათვალია იმ საფოტოსესიო ზონებისა, რომლებიც ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ.