ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელით.

შატო კვირიკეს კონცეფციის შექმნისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო იდეალური დასვენებისთვის საჭირო კომპონენტების ერთ სივრცეში გაერთიანება, თანაც გვსურდა, რომ ეს სივრცე საინტერესო ყოფილიყო ყველა ტიპის დამსვენებლისთვის – როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მეგობრებისა თუ დიდი ოჯახებისთვის. 

ისტორია

ტერიტორიას, რომელზეც დღეს შატო კვირიკეა გაშენებული, წარსულში ვაზისუბანი ეწოდებოდა, რაც განპირობებული იყო ამ ტერიტორიაზე არსებული ვაზის სიუხვითა და მრავალფეროვნებით, სწორედ აქედან გაჩნდა ტრადიციის აღდგენისა და ამ ტერიტორიაზე ვაზის ხელახლა გაშენების იდეაც. 

გარდა ვენახებისა, აქ დაგხვდებათ ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა, ღვინის მარანი,  რომელშიც 8 000 წლიანი ღვინის დაყენების ისტორია გრძელდება. 